ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისი გუნდის დასჯას აპირებდა | რა მოთხოვნა წაუყენა ფეხბურთელებს

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ემპოლისთან“ 0:1 დამარცხდა და გუნდის მიერ ნაჩვენებმა თამაშმა „პარტენოპეის“ პირველი პირი, აურელიო დე ლაურენტისი განარისხა. დე ლაურენტისმა შესვენებაზე ფეხბურთელებს კრიტიკულად მიმართა, მატჩის დასრულების შემდეგ კი სტადიონის ტერიტორია ისე დატოვა, არავის დაემშვიდობა.

Corriere della Sera-ის ინფორმაციით, დე ლაურენტისი გუნდის მკაცრად დასჯას აპირებდა და თვის ბოლომდე ფეხბურთელთა იზოლაციაში გადაყვანას განიხილავდა. შეხვედრის შემდეგ, ცხელ გულზე მყოფი აურელიო ეძებდა სასტუმროს, რომელსაც საკუთარი იდეის სისრულეში მოსაყვანად გამოიყენებდა, მაგრამ ცივ გონებაზე, ფრანჩესკო კალცონასთან და ჯოვანი დი ლორენცოსთან გამართული საუბრების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა.

დე ლაურენტისის არჩევანზე გავლენა მოახდინა იმანაც, რომ ტურისტების გამო, ვერ იპოვა სასტუმრო, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. იტალიური პრესის ცნობით, ნეაპოლელთა პრეზიდენტი გუნდისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრებაზეც ფიქრობდა, მაგრამ გაანალიზა, რომ ეს არაფრისმომტანი ქმედება იქნებოდა.

Il Mattino-ს ცნობით, უახლოეს დღეებში დე ლაურენტისი „ნაპოლის“ საწვრთნელ ბაზაზე, „კასტელ ვოლტურნოზე“ მივა. ის მენეჯერებს გაესაუბრება და ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელსაც შეხვდება. დე ლაურენტისი მოთამაშეებისგან მოითხოვს, მიმდინარე სეზონის ბოლო შეხვედრები ღირსეულად ჩაატარონ და ქომაგებისადმი პატივისცემა გამოიჩინონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი განრისხებული იყო | რა მოხდა ემპოლისთან მატჩის შესვენებაზე
დე ლაურენტისი განრისხებული იყო | რა მოხდა ემპოლისთან მატჩის შესვენებაზე