ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისი განრისხებული იყო | რა მოხდა ემპოლისთან მატჩის შესვენებაზე

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ემპოლის“ სტუმრად დაუპირისპირდა. „პარტენოპეი“ დამარცხდა და ფრანჩესკო კალცონას გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ძალიან არ მოეწონა. La Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ ნომერში ნათქვამია, რომ დე ლაურენტისი შესვენებაზე გასახდელში შევიდა, განრისხებული იყო და მის განცხადებებში მწვავე კრიტიკა შეინიშნებოდა.

დე ლაურენტისმა მოთამაშეებს მკაფიო მესიჯი გაუგზავნა და თითოეულ მათგანზე ინდივიდუალურად ისაუბრა. მან სერია A-ს მიმდინარე სეზონის დარჩენილ ხუთ შეხვედრაში ფეხბურთელებს ღირსებისა და სიამაყის ჩვენება მოსთხოვა და დასძინა, რომ თუ ვინმეს ნეაპოლში დარჩენა არ უნდა, ზაფხულში მათ სურვილს აუცილებლად დააკმაყოფილებს.

ავტორიტეტული იტალიური გაზეთის ცნობით, დე ლაურენტისი დაიღალა უსულო გუნდის ხილვით, რომელიც ხასიათსა და სიამაყეს ვერ აჩვენებს. იგი ზაფხულში რევოლუციას გეგმავს და ამ მომენტისთვის, ხელშეუხებელი ფეხბურთელის სტატუსი არავის აქვს, მათ შორის, არც გუნდის საკვანძო მოთამაშეებს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ 0:1 წააგო, კვარაცხელია კი ფრანჩესკო კალცონამ 72-ე წუთზე შეცვალა. Whoscored-მა „კვარას“ თამაში 6.1 ქულით შეაფასა და მასზე დაბალი შეფასება „ნაპოლიში“ მხოლოდ ჯოვანი დი ლორენცომ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დღევანდელი დღე აბსურდი იყო“ - ჩავი არჩათვლილ გოლზე
„დღევანდელი დღე აბსურდი იყო“ - ჩავი არჩათვლილ გოლზე