ჩავი ერნანდესი, ლამინე იამალი
Aa
Aa

„დღევანდელი დღე აბსურდი იყო“ - ჩავი არჩათვლილ გოლზე

ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

შეხვედრის 27-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა „რეალის“ კარში იამალის საკამათო გოლი გააუქმა. მატჩის დასრულების შემდეგ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მსაჯი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გოლის ეპიზოდში ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.

რა თქვა ჩავიმ:

ძალიან იმედგაცრუებული ვარ. თუ გვინდა, რომ ჩვენს ლიგას საუკეთესო ეწოდოს, ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს... ყველამ დაინახა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.

ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ წავიდა. სეზონის დასაწყისში, „ხეტაფესთან“ თამაშის შემდეგ ყველა გავაფრთხილე, რომ არ მომეწონა ის, რაც ვნახე. დღევანდელი დღე კი სუფთა აბსურდი იყო.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ კარში გამარჯვების გოლი ჯუდ ბელინგემმა შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე გაიტანა. ამ გამარჯვებით, „რეალმა“ „ბარესლონასთან“ სატურნირო ცხრილში სხვაობა 11-ქულამდე გაზარდა და საჩემპიონო რბოლაც თითქმის მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები