მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ლე ავრი
Aa
Aa

მე-10 გოლი სეზონში - მეცმა მიქაუტაძის გოლით მთავარ კონკურენტს მოუგო

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ სტუმრად უშუალო კონკურენტ „ლე ავრის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ქართველი შემტევი ტრადიციულად „მეცის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. სასიხარულოა, რომ ლასლო ბოლონის გუნდმა სწორედ მიქაუტაძის გოლით მოიგო.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე არტურ ატას გოლის გატანის შანსი მიეცა, თუმცა, მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია. დამატებაზე გიორგი მიქაუტაძემ ყველას დაასწრო, მცველები ლამაზი მოძრაობით ჩამოიშორა და „ლე ავრის“ კარი ზუსტი დარტყმით აიღო.

56-ე წუთზე ქართველ შემტევს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, თუმცა, საჯარიმოს მისადგომებიდან დარტმის შემდეგ ბურთი კარის ძელს მოხვდა.

საბოლოოდ, „მეცმა“ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა და გასავარდნ ზონასაც თავი დააღწია. 30 ტურის შემდეგ ლასლო ბოლონის გუნდმა „ლე ავრის“ გადაასწრო და 29 ქულით მე-15 პოზიციაზე აღზევდა, გიორგი მიქაუტაძემ კი მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი გაიტანა.

„მეცი“ მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ლილის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინერტული და პასიური - კვარამ თამაში ჩააგდო და ნაპოლი აუტსაიდერთან დამარცხდა
ინერტული და პასიური - კვარამ თამაში ჩააგდო და ნაპოლი აუტსაიდერთან დამარცხდა