ზიდანს სანიოლი ამჯობინეს
მას შემდეგ რაც ფრანგმა ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებთან ერთად ისტორიულ წარმატებას მიაღწია და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველად გაიყვანა, სამშობლოში მის მიმართ ინტერესი ერთიორად გაიზარდა. სწორედ ვილის შესახებ დაკავშირებული ამბები გაიხსენა ნიკოლა დე ტავერნოსტმა, რომელიც „ბორდოს“ პრეზიდენტის თანამდებობას 1999-2018 წლებში იკავებდა.
რა თქვეს სანიოლზე
მახსოვს 2014 წელს ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის თაობაზე მოლაპარაკებებს ზინედინ ზიდანთან ვაწარმოებდი, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ვილი სანიოლზე შევაჩერე, რომელიც მაშინ სამწვრთნელო კარიერაში ზიზუს მსგავსად, პირველ ნაბიჯებს დგამდა. შეიძლება ბევრი მის მუშაობას ჟირონდის გუნდში უარყოფითად აფასებდეს, მაგრამ მე ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი
სანიოლს თავად აქვს ნათქვამი, რომ ზიდანთან 2006 წლის მუნდიალის ფინალის დასრულების შემდეგ სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა, რადგან ვილიმ მას უსაყვედურა, რომ მარკო მატერაცის პროვოკაციაზე წამოეგო და გუნდი დააღალატა.
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი „ბორდოს“ 2014 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 14 მარტამდე ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 88 მატჩიდან გუნდმა 35 მოიგო, 28 ფრედ დაასრულა და 25-ში დამარცხდა.