დავით ბასილაძე, ანა ბოლოკაძე, ლაშა-გიორგი ფირცხალაშვილი
Aa
Aa

ბრინჯაოს მედალი ევროპის თასზე - ქართველი მშვილდოსნების წარმატება

ქართველმა მშვილდოსნებმა ევროპის თასის პირველ ეტაპზე გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ტურნირზე, რომელსაც ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, ჩვენი ქვეყნის სახელით 18-წლამდე ნაკრების წევრები ასპარეზობდნენ.

წყვილებს შორის ანა ბოლოკაძისა და დავით ბასილაძის დუეტმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგი თანატოლები 6-2 დაამარცხა. ამ შეჯიბრების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ქართველი სპორტსმენები ბულგარეთის ღია ჩემპიონატზეც გამოვიდნენ და ინდივიდუალურ ბრძოლაში ბოლოკაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, შერეულ წყვილთა შორის კი ლაშა-გიორგი ფირცხალაშვილთან ერთად ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ბასილაძისა, ბოლოკაძისა და ფირცხალაშვილის გარდა, ევროპის თასზე საქართველოს სახელით მწვრთნელების ეკა აბაიშვილის, გურამ ბასილაძისა და თამაზ ბასილიძის ხელმძღვანელობით, კიდევ სამი მშვილდოსანი, ნია გათენაძე, ელენე ეფრემიძე და თემურ დავითაძე ასპარეზობდა, თუმცა სამივე მათგანი მედლის გარეშე დარჩა.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
18 წლის სანდრო მაჭავარიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
18 წლის სანდრო მაჭავარიანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა