ხვიჩა კვარაცხელია, ემანუელე ჯაკერინი
Aa
Aa

„მხოლოდ კვარა ცდილობდა, დანარჩენები კი...“ - ჯაკერინი ემპოლისთან მარცხზე

„ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელე ჯაკერინიმ DAZN-თან ინტერვიუს დროს „პარტენოპეის“ „ემპოლისთან“ მატჩზე ისაუბრა და კალცონას გუნდი გააკრიტიკა.

ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ერთადერთი, ვინც თამაშში ცვლილებების შეტანას ცდილობდა, ხვიჩა კვარაცხელია იყო.

რას ამბობს ჯაკერინი:

ერთადერთი, ვინც თამაშის გამწვავებას ცდილობდა, ხვიჩა კვარაცხელია იყო, დანარჩენმა გუნდმა თამაში ჩააგდო. ოსიმენი თითქმის არ ჩანდა, ეს ლუპარტოს შესანიშნავი თამაშითაც იყო გამოწვეული. ძალიან სუსტი იყო პოლიტანოც. სეზონის განმავლობაში, ეს სამი შემტევი მცირედით მაინც ახერხებდა „ნაპოლის“ პრობლემების დამალვას, „ემპოლისთან“ კი ასე აღარ მოხდა.

ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიცირება საკმაოდ გართულდა, მე-5 ადგილოსანთან სხვაობა 6 ქულაა და ამასთან, ორი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. ახლა შანსებზე საუბარი ფუჭად დაკარგული დროა. მჯერა, რომ „ნაპოლის“ ფანების პროტესტი საკმაოდ სწორია, რადგან დღეს, კალცონას ეპოქაში გუნდის ყველაზე ცუდ ვერსიას ვუყურებთ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად „ემპოლისთან 1:0 დამარცხდა, ხვიჩა კვარაცხელია კი ფრანჩესკო კალცონამ 72-ე წუთზე შეცვალა.

33 ტურის შემდეგ ნეაპოლური გუნდი სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება და ევროტურნირების ზონაში მყოფ „ატალანტას“, რომელსაც 2-ით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული, 2 ქულით ჩამორჩება, მე-5 ადგილოსან „რომასთან“ სხვაობა 6 ქულაა, მე-4 ადგილოსან „ბოლონიასთან“ კი 10 ქულა.

მომდევნო ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „რომას“ დაუპირისპირდება. მატჩი 28 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმებასთან ახლოს არიან - კვარა ნაპოლის მთავარი ფიგურა ხდება
შეთანხმებასთან ახლოს არიან - კვარა ნაპოლის მთავარი ფიგურა ხდება