პირველი რაუნდი რთული იყო - საგინაშვილის პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ
სტამბოლში, მკლავჭიდში East vs West ღონისძიება გაიმართა, სადაც სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში მონაწილეობა ქართველმა ჰალკმა იგივე ლევან საგინაშვილმა მიიღო. ლევანის მოწინააღმდეგე კანადელი დევონ ლარატი იყო, რომელიც საგინაშვილმა მარტივად. რაუნდის დათმობის გარეშე(4:0) დაამარცხა და საჩემპიონო ქამარს დაესაკუთრა.
ლევან საგინაშვილი: „პირველ რიგში მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის, გულშემატკივრობისთვის. რაც შეეხება დევონს და პირველ რაუნდს, ის ძალიან გაძლირებულია და პირველი რაუნდი მართლა რთული იყო. შემდეგ უკვე ხელი გამიხურდა და გამარჯვება შევძელი. დევონი ძლიერი სპორტსმენი და ღირსეული მეტოქეა''.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ლევანმა 1 წელზე მეტი გამოტოვა და დღეს პირველი ბრძოლა გამართა. საბედნიეროდ, ქართელმა ჰალკმა საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. ასევე გეტყვით, რომ საგინაშვილი და ლარატი აქამდეც შეხვდნენ ერთმანეთს და გამარჯვება ქართელ ჰალკს დარჩა.