ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ინერტული და პასიური - კვარამ თამაში ჩააგდო და ნაპოლი აუტსაიდერთან დამარცხდა

სერია A-ს 33-ე ტურში ელიტაში ადგილისთვის მებრძოლმა „ემპოლიმ’’ შინ „ნაპოლი’’ 1:0 დაამარცხა. 

ტრადიციულად ხვიჩა კვარაცხელიამ „აძურის'' სასტარტო 11-ეულში ითამაშა. ობიექტურად, დღევანდელი თამაში ჩააგდო. ალბათ, მისთვის ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი შეხვედრა იყო, მის თამაშს სიმწვავე ძალიან აკლდა. სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მეტწილად ინერტული იყო, თუმცა ეს შეფასება მხოლოდ მის თამაშს არ ეხება, გუნდმა ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.

Whoscored-მა ხვიჩას 6,07 დაუწერა. „ნაპოლიში'' მასზე დაბალი შეფასება მხოლოდ დი ლორენცოს (5,99), ნგონგესა (5,93) და მერეტს (5,92) ჰქონდათ. 72-ე წუთზე კვარა რასპადორიმ შეცვალა. ჩაგდებული თამაშის მიუხედავად კვარას მეორე ტაიმში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა. ხვიჩას თამაშის ორ ეპიზოდს გთავაზობთ.

გუნდი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს, უფრო დიდი მოტივაციით უნდა თამაშობდეს, ფრანჩესკო კალცონას გუნდს შეტევაში არაფერი გამოსდიოდა. „ნაპოლი'' 49 ქულით მე-8 ადგილზეა და საუკეთესო ხუთეულს 6 ქულით ჩამორჩება, პლუს კონკურენტებმა უფრო ნაკლები შეხვედრა ჩაატარეს. დღევანდელი მარცხის შემდეგ „პარტენოპეის'' ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი შემცირდა.

სერია A-ს შემდეგ ტურში „ნაპოლი'' „რომას'' მიიღებს (28 აპრილი, 20:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები