ნაპოლიში ითამაშებს - ჯონათან დავიდი წინადადებას დათანხმდა
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ დატოვებს.
რამდენიმე დღის წინ, CalcioNapoli24-მა დაწერა, რომ აურელიო დე ლაურენტისმა ნიგერიელი თავდამსხმელის შემცვლელი იპოვა. საუბარი „ლილის“ ფეხბურთელზე ჯონათან დავიდზეა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, კანადელი შემტევი „პარტენოპეის“ შეთავაზებას დათანხმდა. მას „ლილისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება, თუმცა მიმდინარე წლის ზაფხულში ტრანსფერი შედგება.
Football Italia-ს ცნობით, დავიდი „ნაპოლისთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ყოველწლიური ანაზღაურება 3 მილიონი ევრო იქნება. ტრანსფერი კი 50 მილიონი ევროს ფარგლებში დაჯდება.
ცნობისთვის, ჯონათან დავიდი „ლილის“ შემადგენლობაში 2020 წელს ჩაირიცხა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 176 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 81 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება ოსიმენს, ნიგერიელის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია. მის მიმართ ინტერესს „ჩელსი“ იჩენს, თუმცა რადარზე საუდის არაბეთის წარმომადგენლებიც არიან.