„აიაქსში პატივს არ მცემდნენ, კლუბი ბინის მოძებნაშიც კი არ დამეხმარა“
გიორგი მიქაუტაძემ ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემა L’Equipe-სთან ინტერვიუსი ამსტერდამული პერიოდი გაიხსენა და გულახდილად ისაუბრა.
„ამსტერდამში ყოფნისას ორ თვეზე მეტი სასტუმროს ოთახში მარტო ვიყავი, ამან ლამის ჭკუიდან გადამიყვანა. კლუბმა ბინის მოძებნაში დახმარება არ გამიწია, ეს ჩემით გავაკეთე.
ნიდერლანდურ ენას არ ვფლობ, ამსტერდამშიც არავის ვიცნობდი, წინსვლისთვის პირობები არ მქონია. წარმატებას, რომ მიაღწიო, საამისოდ ნებისმიერ ფეხბურთელს სჭირდება, რომ პატივისცემა იგრძნოს. მე ეს არ მიგრძნია, თავს იმედგაცრუებულად ვგრძნობდი.
აიაქსში საერთოდ დამივიწყეს. იჯარით წამოვედი და მათგან ჯერაც არაფერი მსმენია“.
???? Georges Mikautadze ???????? :
— BeFootball (@_BeFootball) April 20, 2024
« J’ai passé plus de 2 mois à l’hôtel seul. L’Ajax ne m’aidait pas beaucoup à chercher un appartement.
????’???????????????????????????????? ???????? ???????????????? ????????????̂????????́ ???????????????? ???????????? ???????? ???????????????????????????????? ???????????????????????? ????????????????????????????????. ????̀ ????’????????????????, ????????????… pic.twitter.com/XaiPvFV0EB
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო ორ შეხვედრაში მიქაუტაძემ 4 გოლი გაიტანა, „ლანსთან“ და „ბრესტთან“ დუბლები გაიფორმა, რაც 21-ე საუკუნეში, ლიგა 1-ში, „მეცის“ მაისურით არავის გაუკეთებია.
გიორგის ისტორიის დაწერის შანსი აქვს და შეუძლია, „მეცის“ პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ლიგა 1-ის ზედიზედ 3 შეხვედრაში დუბლს გაიფორმებს. ლიგა 1-ის მომდევნო ტურში „მეცი“ „ლე ავრს“ ესტუმრება (21 აპრილი, 17:00).