ინტერი
Aa
Aa

გაინაღდებს ინტერი სკუდეტოს მადონინაში - დერბის დამატებითი ინტრიგა

ორშაბათს შესაძლოა იტალიის ჩემპიონის ვინაობა გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე გაირკვეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „ინტერი“ თანაქალაქელ „მილანს“ დაამარცხებს. ამ ეტაპისთვის სატურნირო ცხრილში ლომბარდიულ გრანდებს შორის სხვაობა 14 ქულას შეადგენს და ნერიაძურის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვიდმეტამდე გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმონე ინძაგის მომზადებული გუნდი თანაქალაქელისთვის მიუწვდომელი გახდება.

გუნდების სათამაშო ფორმასა და ბოლოდროინდელი ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, „ინტერი“ უდავო ფავორიტია. შავ-ლურჯებმა შავ-წითლებს ბოლო ხუთი თამაშიდან ხუთივე მოუგეს, აქედან ოთხში გოლიც არ გაატანინეს, ბურთების შეფარდება კი კატასტროფულია - 12-1. ორშაბათს იქნება, თუ მომდევნო ტურებში, ინძაგის მომზადებული გუნდის ჩემპიონობა დროის საკითხია და „ინტერი“ არსებობის ისტორიაში რიგით მეოცე სკუდეტოს მოიგებს, რითაც „მილანს“ ერთი ჩემპიონობით გაასწრებს, ერთპიროვნულ რეკორდსმენ „იუვენტუსამდე“ (36) კი ჯერ ძალიან ბევრი აშორებს.

არაოფიციალურ შეხვედრებსაც თუ მივიღებთ მხედველობაში, 21 აპრილს რიგით 310-ე „დერბი დელა მადონინა“ შედგება და მცირე უპირატესობა „მილანის“ მხარესაა, რომელმაც 115 მატჩი მოიგო, 114-ში „ინტერმა“ გაიმარჯვა, 80 შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა. მხოლოდ ოფიციალურ მატჩებში კი ნერიაძურის მეტოქეზე 11 თამაშით მეტი აქვს მოგებული.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევერკუზენის ნანატრი ჩემპიონობა - ალონსოს გუნდის ყველა დროის რეკორდი
ლევერკუზენის ნანატრი ჩემპიონობა - ალონსოს გუნდის ყველა დროის რეკორდი