ჟოაუ კანსელუ
Aa
Aa

კანსელუ: მატჩის შემდეგ მუქარის წერილებს ვიღებ, ჩემს შვილს სიკვდილს უსურვებენ

ჟოაუ კანსელუმ პსჟ-სთან დამარცხების შემდეგ, მუქარის წერილები მიიღო, რომელიც მას და მის ოჯახს ეხებოდათ.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ ESPN-თან საუბრისას განაცხადა.

„ინსტაგრამზე მე ვხედავ კომენტარებს, რომლებშიც ხალხი ჩემი ქალიშვილის სიკვდილს მისურვებენ, რომელიც ჯერ არ დაბადებულა. ამას რა თქმა უნდა, პირისპირ ვერ მეუბნებიან, რადგან შემდეგ პრობლემები შეექმნებათ, თუმცა სოცქსელებში დაწერას არ ერიდებიან.

შეურაცხყოფას აყენებენ, ჩემს მეუღლეს, ჩემს ჯერ არდაბადებულ შვილს. დღევანდელი სამყარო სასტიკია და ჩვენ უნდა შევძლოთ მასთან გამკლავება. ბავშვისთვის სიკვდილის სურვილი ძალიან სერიოზული რამ არის. დაე, გამაკრიტიკონ, როგორც ფეხბურთელი, მაგრამ ნუ ლაპარაკობენ ჩემს ოჯახზე.

ბავშვური შეცდომა დავუშვი და პენალტით დავისაჯე, ამაზე კრიტიკას ვიღებ. იმ ღამით დაძინება ვერ შევძელი. გვინდოდა უფრო შორს წავსულიყავით. როცა ვაგებთ, იმ დღეს ვერ ვიძინებ, რადგან ვგრძნობ, რომ რაღაც სწორად ვერ გავაკეთეთ. პსჟ-სთან უცნაური მატჩი გამოვიდა. ვფიქრობ, რიცხობრივი უმცირესობა, რომ არა მოგება შეგვეძლო“.

პსჟ-სთან მატჩის ბედი რონალდ არაუხოს გაძევებამ გადაწყვიტა, რომელსაც შეხვედრის შემდეგ ილქაი გიუნდოგანისგან კრიტიკა მოჰყვა. ფეხბურთელებმა უკვე ყველაფერი გაარკვიეს და როგორც Mundo Deportivo წერს, გაუგებრობა აღმოფხვრილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარატიჩის კვარას გადაყვანა უნდოდა“ | რატომ არ წავიდა ხვიჩა იუვეში
„პარატიჩის კვარას გადაყვანა უნდოდა“ | რატომ არ წავიდა ხვიჩა იუვეში