„პამპერსი შენ, ეს ქამარი ჩემია“ - ჰალკის საჩუქარი დევონ ლარატს
დღეს ღამით, სტამბოლში East VS West-ის ღონისძიება გაიმართება, სადაც ქართველი ჰალკი ლევან საგინაშვილი კანადელ დევონ ლარატს დაუპირისპირდება.
წინა დღით, პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მკლავჭიდელებს შორის ამჯერად სიტყვიერი დაპირისპირება ვიხილეთ.
პრესკონფერენციის კულმინაცია ლარატისთვის ლევან საგინაშვილის მიერ საჩუქრად პამპერსის გადაცემა იყო.
„დევონისთვის საჩუქარი მაქვს. ეს შენთვის, ეს კი (ქამარი) ჩემია“. - უთხრა ლევანმა ლარატს, რასაც დარბაზში ოვაციები მოჰყვა.
„გენადიმ (კვიკვინია) ხომ გათრია ამ სცენაზე, ხვალ კი მე გათრევ. რანაირი ჩემპიონი ხარ ხვალ დავინახავთ“.
- უპასუხა ჰალკმა ლარატის მორიგ რეპლიკას.
შეგახსენებთ, რომ ლევანისა და დევონის დაპირისპირება დღეს 20:00-დან დაიწყება.