შენგელია ევროლიგის პლეიოფს მიღმა | ვირტუს ბოლონიამ ბასკონიასთან წააგო
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგის პლეიოფისთვის ბრძოლას გამოეთიშა და ევროპული სეზონი დაასრულა. პლეი-ინის გადამწყვეტ შეხვედრაში, ქართველი კალათბურთელი ყოფილ გუნდს, „ბასკონიას“ დაუპირისპირდა და სტუმრად გამართული მატჩი 77:89 დათმო.
მატჩის პირველი ტაიმი ქულა-ქულაში წარიმართა. „ვირტუს ბოლონიამ“ პირველი მეოთხედი 22:21 მოუგო, მეორე ათწუთეული კი 19:20 დათმო და დიდ შესვენებაზე ანგარიში 41:41 გახლდათ. „ბასკონიამ“ მატჩში გარდატეხა მესამე მეოთხედში შეიტანა, რომელიც 31:16 მოიგო და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) April 19, 2024
L’Eurolega della Virtus termina a Baskonia, nono posto ottenuto
???? Shengelia 16, Hackett 13, Belinelli 10, Lundberg 10, Cordinier 10, Abass 7, Zizic 4, Polonara 3, Mickey 3, Pajola 1#AmarsiAncora pic.twitter.com/WJLJ5KbVC8
შენგელია საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო და 22 წუთში 16 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ 7-დან 6 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი გააფუჭა და 4 დაკარგვა ჰქონდა.
ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონია“ მომდევნო შეხვედრას 21 აპრილს გამართავს და იტალიის ჩემპიონატში „რეჯანას“ დაუპირისპირდება.