ხვიჩა კვარაცხელია, ლევან მჭედლიძე, ვიქტორ ოსიმენი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

კვარას ემპოლისთვის ჯერ არ გაუტანია - ნავსის გატეხვის მოლოდინში

„ნაპოლისთვის“ და ხვიჩა კვარაცხელიასთვის სეზონის გადამწყვეტი ეტაპი იწყება და იტალიის ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონებს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში წინ შეიძლება ითქვას, რომ ექვსი ფინალი ელოდებათ. პირველი გამოცდა კი ფრანჩესკო კალცონას მომზადებულ ფეხბურთელებს ხვალ ტოსკანაში ელით. „სტადიო კარლო კასტელანიზე“ ნეაპოლელების მეტოქე ლევან მჭედლიძის ყოფილი კლუბი „ემპოლი“ იქნება, რომლისთვისაც კვარას ჯერ გოლი არ გაუტანია.

მას შემდეგ რაც ქართველი „ნაპოლიში“ გადავიდა, კამპანიელები „ემპოლის“ სამჯერ შეხვდნენ. ამ სამიდან პირველი დაპირისპირება, რომელიც 2022 წლის 8 ნოემბერს „სტადიო მარადონაზე“ მასპინძლებმა 2-0 მოიგეს, ხვიჩამ ტრავმის გამო გამოტოვა. შარშანდელი სერია A-ს მეორე წრეში ნეაპოლელებმა მეტოქეს 2-0 აჯობეს, კვარაცხელიამ 71 წუთი ითამაშა და მართალია შედეგიანი მოქმედებით თავი არ გამოუჩენია, თუმცა ორივე გოლის დროს ყურადღების ცენტრში იყო. ჯერ მასპინძლებმა ავტოგოლი მისი პრეასისტის შედეგად გაიტანეს. ოსიმენმა კი სხვაობა მას შემდეგ გაზარდა, როდესაც ქართველის დარტყმულს შედეგიანად დაამატა. რაც შეეხება მიმდინარე გათამაშების პირველი წრის მატჩს - „მარადონაზე“ „ნაპოლი“ 2023 წლის 12 ნოემბერს სენსაციურად 0-1 დამარცხდა, 23 წლის ქართველი კი თამაშში შეცვლაზე 54-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა მის აქტიურობას შედეგი არ მოუტანია.

ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 40 შეხვედრაში 10 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მეექვსე ადგილიც საკმარისი იქნება - რა შემთხვევაში გაუმართლებს ნაპოლის
მეექვსე ადგილიც საკმარისი იქნება - რა შემთხვევაში გაუმართლებს ნაპოლის