ნაპოლი
Aa
Aa

მეექვსე ადგილიც საკმარისი იქნება - რა შემთხვევაში გაუმართლებს ნაპოლის

„რომასა“ და „ატალანტას“ ევროპა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ მომდევნო სეზონში იტალია ჩემპიონთა ლიგაში ხუთი გუნდით იქნება წარმოდგენილი. თუმცა, შესაძლოა ისე მოხდეს, რომ სერია A-ს კლუბების რაოდენობა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, რომელიც მომდევნო წლიდან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება, ექვსამდე გაიზარდოს. ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ „რომა“, ან „ატალანტა“ ევროპა ლიგას მოიგებს და ლიგის საგზურს ამ გათამაშების ჩემპიონობით მიიღებს. რა მოხდება მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ამაზე ევროპულის ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვებ-გვერდზე ოფიციალური განმარტება გაკეთდა

უეფას განმარტება

თუ რომელიმე კლუბი თავისი ქვეყნის ჩემპიონატშიც მოხვდება ჩემპიონთა ლიგის ზონაში და ამავდროულად, საგზურს ევროპა ლიგაზე გამარჯვებითაც დაიმსახურებს, ასეთ შემთხვევაში კვოტას ითვისებს იმ ასოციაციის მეექვსე ადგილის მფლობელი, სადაც ეს გუნდი თამაშობს.

შესაბამისად ცხადი ხდება, რომ „ნაპოლის“ ქომაგებმა და კლუბის ხელმძღვანელებმა ევროპა ლიგაზე იტალიის რომელიმე კლუბის ჩემპიონობას უნდა უგულშემატკივრონ, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაისად ლიგაზე თამაშის საშუალებას სერია A-ში მეექვსე პოზიციის დაკავებაც მისცემთ. ოცდათორმეტი ტურის შემდეგ „პარტენოპეი“ მეხუთე ადგილზე მყოფ „რომას“ ექვსი, მეექვსე პოზიციაზე მყოფ „ატალანტას“ კი ორი ქულით ჩამორჩება, თუმცა ნეაპოლელებს როგორც დედაქალაქელებზე, ასევე ბერგამოელებზე ერთი მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შანსი ნაპოლის - იტალია გაისად ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდით ითამაშებს
შანსი ნაპოლის - იტალია გაისად ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდით ითამაშებს