შავი ლომის შემადგენლობა ლესთერ თაიგერსთან გასამართი მატჩისთვის
პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი ‘შავი ლომი’ 18 აპრილს თავის პირველ ბრიტანულ ტურნეზე გაემგზავრა.
გუნდი 31-კაციანი შემადგენლობით შოტლანდიაში, ედინბურგში ჩავიდა, სადაც ერთკვირიან შეკრებას გაივლის, რის შემდეგაც ინგლისში, ისტ-მიდლენდში გადაინაცვლებს და ინგლისურ გრანდთან, ‘ლესთერ თაიგერსთან’ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება. შეხვედრა 3 მაისს, „უელფორდ როუდზე“ საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება.
31-კაციან შემადგენლობაში 17 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. მათგან ერთი დებიუტანტია – ბურჯი ვახტანგ ქვათაძე.
„‘ლესთერი’ დიდი ისტორიის მქონე, ძალიან მაგარი გუნდია, რომელიც დაკომპლექტებულია ინგლისის ნაკრების მოთამაშეებით. მას ათიათასობით გულშემატკივარი ყავს და ვფიქრობ ჩვენთან თამაშზეც სავსე ტრიბუნები იქნება, მით უმეტეს, რომ როგორც ვიცით დასწრება თავისუფალია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას ამხანაგური ქვია, რაგბი ბრძოლის გარეშე არ არსებობს და კარგი თამაშის მოლოდინი მაქვს“ – განაცხადა ‘შავი ლომის’ კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ.
‘შავი ლომი’ ბრიტანულ ტურნეზე
შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, ბაჩუკი ჭუმბაძე, თენგიზ ზამთარაძე, ბექა მამრიკიშვილი, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ჩხარტიშვილი, ვახტანგ ქვათაძე; ნოდარ ჭეიშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, გრიგორ ქერდიყოშვილი, გიორგი კერვალიშვილი, დემურ ეფრემიძე; მიხეილ გაჩეჩილაძე, სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ივანიშვილი, ილია სპანდერაშვილი;
ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი მარგალიტაძე, ლუკა მატკავა, მერაბ შარიქაძე, დემურ თაფლაძე, გიორგი კვესელაძე, აკაკი ტაბუცაძე, სანდრო თოდუა, ლუკა ცირეკიძე, ოთარ ლაშხი, შალვა აფციაური, მირიან მოდებაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი ჯობავა.
წყარო: rugby.ge