ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

შანსი ნაპოლის - იტალია გაისად ჩემპიონთა ლიგაზე 5 გუნდით ითამაშებს

დღეს, ევროპის ლიგაზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. იტალიისთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

„ატალანტამ“ „ლივერპული“ ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს. „რომამ“ კი „მილანს“ ჯამში ასევე 3:1 აჯობა. ეს იტალიელებისთვის უეფას რეიტინგში ლიდერთა შორის დარჩენისთვის საკმარისი იყო, რაც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მე-5 გუნდის დამატების პრივილეგიას იძლევა.

გაისად ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით ჩატარდება. წესების თანახმად, ტოპ 5 ლიგებს შორის ორი ლიდერი ქვეყანა ჩემპიონთა ლიგაზე 5-5 გუნდით იქნება წარმოდგენილი. იტალიის სერია A ამჟამად პირველ ადგილზეა, გერმანიის ბუნდესლიგა კი მეორეა.

ეს ყველაფერი „ნაპოლის“ შანსებს უნარჩუნებს, რომ გაისად ყველაზე პრესტიჟული ევროტურნირის მიღმა არ დარჩეს. ამჟამად ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 32 ტურის შემდეგ, 49 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება და მე-5 ადგილოსან „რომას“ 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა რომაელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი, როგორიც ვალენსიაა“ - მამარდაშვილი
„საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი, როგორიც ვალენსიაა“ - მამარდაშვილი