ანტონიო რუდიგერი, ბერნარდუ სილვა, კეპა არისაბალაგა, მატეო კოვაჩიჩი, ანდრეი ლუნინი
Aa
Aa

რეალის ფეხბურთელებმა იცოდნენ კოვაჩიჩი და ბერნარდუ საით დაარტყამდნენ

„მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალის“ მეოთხედფინალურმა მატჩმა პრესაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

„სამეფო კლუბის“ გასვლას ბევრი არ ელოდა. მადრიდელებმა პენალტების სერია უკეთ შეასრულეს და 120-წუთიანი თავდაცვის შემდეგ, ნახევარფინალში გავიდნენ.

როგორც ირკვევა, ანჩელოტის გუნდს პენალტებისთვის მეტოქე უკეთ ჰყავდა შესწავლილი. განსაკუთრებით გამოსარჩევია კოვაჩიჩისა და ბერნარდუს შემთხვევები.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ნათლად ჩანს, რომ მადრიდელებმა იცოდნენ, თუ საით დაარტყამდნენ მატეო კოვაჩიჩი და ბერნარდუ სილვა.

ვიდეოში კარგად ჩანს, რომ რუდიგერი ლუნინს ანიშნებს კოვაჩიჩი მისგან მარჯვნივ დაარტყამს. საბოლოოდ ასეც ხდება. გერმანელი „ჩელსიში“ ხორვატის გუნდელი იყო და მის შესახებ ბევრი რამ იცოდა.

რაც შეეხება ბერნარდუს, კეპა არისაბალაგა „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“ დროს მას დაუპირისპირდა და პორტუგალიელმა პენალტი შუაში დაარტყა. პენალტების სერიამდე მან ლუნინს უთხრა, რომ სილვა ამჯერადაც ასე მოიქცეოდა.

ლუნინმა მატჩის შემდეგ, პენალტებისთვის მოსამზადებელ პროცესზე ისაუბრა:

„მეკარეების მწვრთნელებთან ერთად მოვემზადეთ და შერჩეული გვყავდა სამი ფეხბურთელი, რომლებზეც ვეჭვობდით, უკეთესი ხომ არ იქნებოდა, რომ შუაში დავრჩენილიყავით. ამ სამიდან ერთი ავირჩიეთ, რადგან ხუთივე დარტყმისას შუაში ვერ დარჩები და მადლობა ღმერთს, რომ გაგვიმართლა“.

„რეალი“ ნახევარფინალში „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 30 აპრილს მიუნხენში, ხოლო განმეორებითი 8 მაისს მადრიდში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკანდალი საბერძნეთში - ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოსთან ითამაშა, დოპინგ-ტესტზე ჩავარდა
სკანდალი საბერძნეთში - ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოსთან ითამაშა, დოპინგ-ტესტზე ჩავარდა