ანტონიო რუდიგერი, პეპ გუარდიოლა, კარლო ანჩელოტი, დავიდე ანჩელოტი, ანდრეი ლუნინი
Aa
Aa

პენალტების სერია სიტისთან | რეალის იარაღები

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. „სამეფო კლუბმა“ მეოთხედფინალში მოქმედი ჩემპიონი, „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა და პეპ გუარდიოლას გუნდს თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგო. „ბლანკოსის“ მეკარემ, ანდრეი ლუნინმა ორი პენალტი მოიგერია და როგორც თავად განაცხადა, შუაში დარჩენა, რაც ბერნარდუ სილვას დარტყმისას გააკეთა, წინასწარ იყო დაგეგმილი.

„მეკარეების მწვრთნელებთან ერთად მოვემზადეთ და შერჩეული გვყავდა სამი ფეხბურთელი, რომლებზეც ვეჭვობდით, უკეთესი ხომ არ იქნებოდა, რომ შუაში დავრჩენილიყავით. ამ სამიდან ერთი ავირჩიეთ, რადგან ხუთივე დარტყმისას შუაში ვერ დარჩები და მადლობა ღმერთს, რომ გაგვიმართლა“, - განაცხადა უკრაინელმა გოლკიპერმა.

Marca-ს ცნობით, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც „რეალს“ წარმატება მოუტანა, ფეხბურთელთა გადაწყვეტილება იყო. ედერ მილიტაუმ უარი თქვა, პენალტის პირველ ხუთ შემსრულებელს შორის ყოფილიყო, რადგან „სიტის“ მეკარე, ედერსონი ბრაზილიელია და მილიტაუს შესაძლებლობებს კარგად იცნობს, რის გამოც, ედერს მიაჩნდა, რომ რისკი არსებობდა მას კუთხე გამოეცნო. მილიტაუ ერთადერთი არ ყოფილა, ვინც უარი თქვა. ფედერიკო ვალვერდე თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან დაღლილობის გამო არ მივიდა.

„რეალის“ თავკაცის, კარლო ანჩელოტის ასისტენტმა, დავიდე ანჩელოტიმ განაცხადა, რომ „სამეფო კლუბის“ წარმატებაში კეპა არისაბალაგამაც დიდი როლი ითამაშა. პენალტების სერიის დაწყებამდე, მან ლუნინს რამდენიმე რჩევა მისცა, რომლებიც ანჩელოტის თქმით, უკრაინელს ძალიან გამოადგა. კეპა „რეალის“ მწვრთნელებს დაეხმარა, ის 5 ფეხბურთელი შეერჩიათ, რომლებიც პირველ 5 პენალტს შეასრულებდნენ. ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრი, როცა ანტონიო რუდიგერი ლუნინს მიანიშნებს, მატეო კოვაჩიჩი, რომელიც მისი ყოფილი თანაგუნდელი და საუკეთესო მეგობარია, საით დაარტყამს.

შეგახსენებთ, რომ მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა და „რეალმა“ პენალტების სერია 4:3 მოიგო. მადრიდელთა მომდევნო მეტოქე მიუნხენის „ბაიერნია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიამ ომალისთან შეხვედრა გაიხსენა | „მერაბი მაგრად სცემს“
თოფურიამ ომალისთან შეხვედრა გაიხსენა | „მერაბი მაგრად სცემს“