გიორგი მამარდაშვილი, ოსასუნა, ანტე ბუდიმირი
Aa
Aa

ტრავმირებულ ბუდიმირს დაურეკა - მამარდას ღირსეული საქციელი!

ესპანური სააგენტო Cadena SER-ი გიორგი მამარდაშვილის ღირსეული საქციელის შესახებ წერს, რომელიც ქართველმა მეკარემ „ოსასუნასა“ და „ვალენსიას“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოავლინა.

სააგენტოს ცნობით, შეხვედრის მიწურულს, ერთ-ერთი ეპიზოდისას ერთმანეთს გიორგი მამარდაშვილი და ანტე ბუდირი შეეჯახნენ. შედეგად, ხორვატმა თავდამსხმელმა ნეკნების მოტეხილობა მიიღო და მინდორს გაურკვეველი ვადით ჩამოშორდა.

Cadena SER-ის ჟურნალისტი, ფრან გუაიტა ექსკლუზიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ როდესაც გიორგი მამარდაშვილმა ბუდიმირის დაზიანების შესახებ შეიტყო, მისი ტელეფონის ნომრის გარკვევა მოითხოვა. როდესაც ქართველმა მეკარემ ბუდიმირის ნომერი გაიგო, დაურეკა და რამდენიმე წუთის განმავლობაში ამხნევებდა.

ბუდიმირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია „ოსასუნას“ გვერდმა გაავრცელა:

„ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა, ანტე ბუდიმირმა „ვალენსიასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც შეხვედრის დასრულების შემდეგ ის დაუყოვნებლივ კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ფორვარდს გულმკერდის არეში მარჯვენა ჰემითორაქსის სამი ნეკნის მოტეხილობა აქვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროცესს 1 თვემდე დასჭირდება და სავარაუდოდ, ბუდიმირი ევროპის ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის გასულ ტურში „ვალენსიამ“ სტუმრად „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა, გიორგი მამარდაშვილმა კი შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ანტე ბუდიმირის მიერ დარტყმული პენალტი აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბუდიმირი კარგად შევისწავლეთ, გიორგიმ კი ბოლომდე გაუძლო“ - ბარახა პენალტის ეპიზოდზე
„ბუდიმირი კარგად შევისწავლეთ, გიორგიმ კი ბოლომდე გაუძლო“ - ბარახა პენალტის ეპიზოდზე