ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, რუდი გარსია, ვალტერ მაცარი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

„კვარას დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია, კონტე კი...“ - ცნობილი ექსპერტი ნაპოლის გეგმებზე

ცნობილი იტალიელი სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი, სებასტიანო სარნო „ნაპოლის“ სატრანსფერო გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ „პარტენოპეი“ ხვიჩა კვარაცხელიას მინიმუმ კიდევ 1 წლით შეინარჩუნებს. სარნო ასევე ამტკიცებს, რომ დიდი შანსია, ახალი სეზონიდან გუნდი ანტონიო კონტემ ჩაიბაროს.

სებასტიანო სარნო:

ვიცი, რომ „ნაპოლის“ დიდ სახელებს შორის კვარაცხელიას მომავალი ყველაზე უსაფრთხოა. ის „ნაპოლიში“ მინიმუმ კიდევ ერთი წლით დარჩება. არ შემიძლია დავადასტურო, რომ კონტრაქტს გააუმჯობესებს, ამის შესახებ მოლაპარაკებები ნამდვილად აქტიურ ფაზაშია, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის კლუბში დარჩენას აპირებს.

რაც შეეხება ახალ მწვრთნელს, დე ლაურენტისი ბევრ ვარიანტს განიხილავს, მაგრამ ფავორიტი კონტეა. პირველადი კონტაქტის დროს მან უარი თქვა, მაგრამ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ახალ შეთავაზებაში რადიკალური ცვლილებები იყო. ეს ეხებოდა როგორც გუნდს, ისე სხვადასხვა პრივილეგიებს, რომელიც კონტეს ნეაპოლში ექნება. ამაში ნაგულისხმევია ბიუჯეტიც, რომელსაც ანტონიო თავის ასისტენტთან ერთად მიიღებს. დე ლაურენტისი ცდილობს, რომ კონტეს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. მხარეებს შეორის დიალოგის პროცესია და გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ეს პროცესი პოზიტიურად მიდის. უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ნაპოლიმ“ მწვრთნელი ორჯერ შეიცვალა. სეზონის დასაწყისში გუნდი რუდი გარსიამ ჩაიბარა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ნოემბერში გაათავისუფლეს. მის მაგივრად დე ლაურენტისმა ვალტერ მაცარი მოიყვანა, თუმცა, იტალიელმა სპეციალისტმა ფრანგი კოლეგის ბედი გაიზიარა და თებერვალში პოსტიდან ისიც მოიხსნა. ახლა გუნდს ფრანჩესკო კალცონა წვრთნის, რომელიც „პარტენოპეის“ დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველმა შემტევმა 2023/24 წლების სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გაიფორმა. ევროპულ პრესაში იწერება, რომ ქართველის შეძენით პსჟ და „ბარსელონა“ არიან დაინტერესებული, თუმცა, პარალელურად, იტალიური მედია ამტკიცებს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით და გაზრდილი ანაზღაურებით გაახანგრძლივებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წელს მხოლოდ კვარაცხელიას გადავარჩენდი“ - ფიფას აგენტი ნაპოლიზე
„წელს მხოლოდ კვარაცხელიას გადავარჩენდი“ - ფიფას აგენტი ნაპოლიზე