გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის კარგი მატჩი - ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ტოფას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 85:55 მოუგო.

შერმადინი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. პარკეტზე ჯამში 23:35 წუთი გაატარა, მისი მონაგარი 12 ქულა, 7 მოხსნა და 1 გადაცემა იყო.

„ტენერიფემ“ მეტოქე პირველივე მეოთხედში გატეხა და 26:11 მოუგო. ამის შემდეგ, უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.

„ტენერიფემ“ სერია 2:1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. „შერმინატორმა“ სამი დღის წინ, „ბილბაოს“ წინააღმდეგ ფენომენალურად იასპარეზა და მატჩი 25 ქულით, 5 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრმა მითხრა, რომ ილია შეშინებული ჩანდა“ | კორმიე თოფურია vs ჰოლოუეიზე
„ბევრმა მითხრა, რომ ილია შეშინებული ჩანდა“ | კორმიე თოფურია vs ჰოლოუეიზე