რაფაელ ნადალი, ალექს დე მინო
Aa
Aa

1/16 ფინალში დამარცხდა - ნადალი ბარსელონას ტურნირს დაემშვიდობა

ბარსელონას ტურნირიზე პირველი მატჩის მოგების შემდეგ, 1/16 ფინალში რაფაელ ნადალი ალექს დე მინოს დაუპირისპირდა და ორ სეტში 5:7 1:6 დამარცხდა.

პირველ სეტში „მატადორი“ მოწინააღმდეგეს მედგარ წინააღმდეგობას უწევდა. რაფამ მატჩი ცუდად დაიწყო და პირველივე გეიმი დათმო, რის შემდეგაც წონასწორობის აღდგენა მეექვსე გეიმში შეძლო.

დე მინომ ბრეიკი იმ დროს შეასრულა, როდესაც ანგარიში 5:5 იყო. წინ გავიდა და საკუთარი ჩაწოდება იდეალურად შეასრულა.

მეორე სეტი კი ნადალისთვის სრულიად ჩავარდნილი გამოდგა. „მატადორმა“ საკუთარი 3 ჩაწოდება წააგო და ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალმა გასული წლის სეზონი თითქმის მთლიანად გამოტოვა. ესპანელმა ლეგენდამ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.

რაფაელი მიმდინარე წლის დასაწყისში ბრისბეინის ტურნირზე დაბრუნდა. მისი თამაში ავსტრალიის ღია პირველობაზეც იგეგმებოდა, თუმცა კვლავ დაზიანება მიიღო და ტურნირს ჩაეხსნა.

ამის შემდეგ, ნადალი ინდიან უელსზე უნდა გამოსულიყო, თუმცა კვლავ დისკომფორტი იგრძნო. „მატადორი“ ვერც მონტე კარლოში ვიხილეთ, თუმცა, როგორც ხედავთ ბარსელონაში დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, რაფასთვის ეს ბოლო საჩოგბურთო სეზონია და სულ მალე კარიერას დაასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რეალმა საჩივარი გაამზადა - ლა ლიგის პრეზიდენტი შესაძლოა გადააყენონ
რეალმა საჩივარი გაამზადა - ლა ლიგის პრეზიდენტი შესაძლოა გადააყენონ