“ახლა ევროპის ლიგის დროა“ - ალონსო ვესტ ჰემთან მატჩის წინ
ევროპის ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში ლევერკუზენის „ბაიერი“ „ვესტ ჰემს“ ესტუმრება. მატჩის წინ, გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა ალონსომ?
„ვიცოდით, რომ კვირას ბუნდესლიგის ტიტულის მოგება შეგვეძლო. ეს ძალიან გვინდოდა, გავაკეთეთ და შემდეგ დავტკბით. სეზონის დასრულების შემდეგ, ყველაფრის ანალიზისთვის ბევრი დრო მექნება. ახლა კი ევროპის ლიგის დროა. ჩვენ კარგ სეზონს ვატარებთ და შეგვიძლია ბევრად უკეთესი გავხადოთ.
ჩემი გუნდის მიმართ კარგი განცდა მაქვს. ფეხბურთელების საკმარის მიზეზებს მაძლევენ ამის დასაჯერებლად. „ბაიერი“ ყველაფრის მიმართ მზაობას ამჟღავნებს. საკუთარი თავის ზღვარს უნდა მივაღწიოთ. აბსოლუტურად ყველას აქვს შიმშილი და სიხარბე წარმატებისკენ.“
შეგახსენებთ, რომ ლევერკუზენის „ბაიერმა“ ბუნდესლიგა წაუგებლად მოიგო. რაც შეეხება ევროპის ლიგას, ალონსოს გუნდს არც ამ ტურნირზე აქვს წაგება.
„ვესტ ჰემთან“ პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირება გერმანიაში გაიმართა და „ფარმაცევტებმა“ 2:0 გაიმარჯვეს. მომავალი მატჩი 18 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.