მადრიდის რეალი, ლონდონის ჩელსი, რაულ გონსალესი
Aa
Aa

აგენტი: “ჩელსი რაულის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდიდა“

როგორც მოგეხსენებათ, რაულ გონსალეს ბლანკომ თითქმის მთელი კარიერა მადრიდის „რეალში“ გაატარა.

ბრიტანული მედია საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ „თეთრზე თეთრი ლეგენდა“ ერთ დროს ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლასთან ახლოს იყო. ამის შესახებ ყოფილი ფეხბურთელის აგენტმა DailyMail-თან ისაუბრა.

ჯინეს კარვახალი:

„რაულის გადაბირებით არაერთი ინგლისური კლუბი ინტერესდებოდა, მაგრამ ოფიციალური წინადადებით მხოლოდ „ჩელსიმ“ მოგვმართა. იმ დროს მათ კლაუდიო რანიერი წვრთნიდა. მას თავის გუნდში რაული და მაკელელე სურდა. კლოდის გადაიბირა, მაგრამ რაული ვერ.

„ლურჯებმა“ რაულის სანაცვლოდ 2003 წელს 100 მილიონი ევრო შემოგვთავაზეს, რაც აბსოლუტური რეკორდი იქნებოდა. რაულმა ერთი წამითაც კი არ იფიქრა. ის „რეალის“ დატოვებას არ განიხილავდა.“

შეგახსენებთ, რომ ყოფილი თავდამსხმელი „სამეფო კლუბის“ აკადემიაში 1992 წელს ჩაირიცხა. 1994 წელს კი პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. გონსალესმა „ბლანკოსის“ შემადგენლობაში 2010 წლამდე ითამაშა.

ამ პერიოდის განმავლობაში, რაულმა „რეალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 741-ჯერ მოირგო, 323 გოლი გაიტანა და 133 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალმა საჩივარი გაამზადა - ლა ლიგის პრეზიდენტი შესაძლოა გადააყენონ
რეალმა საჩივარი გაამზადა - ლა ლიგის პრეზიდენტი შესაძლოა გადააყენონ