შვილთან ერთად ითამაშებს - 58 წლის რომარიომ ამერიკასთან კონტრაქტი გააფორმა
საფეხბურთო სამყაროში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ვიგებთ, რომ რომარიო ბრაზილოურ კლუბ „ამერიკაში“ დარეგისტრირდა და გუნდთან ერთად მატჩებში მონაწილეობას მიიღებს.
საინტერესო ის გახლავთ, რომ 58 წლის ბრაზილიელი „ამერიკას“ პრეზიდენტი გახლავთ და ამ გუნდში მისი შვილიც თამაშობს. კლუბი კი რიო დე ჟანეიროს შტატის მეორე დივიზიონში გამოდის.
ამ საკითხთან დაკავშირებით, რომარიომ Globo Esporte-სთან კომენტარი გააკეთა.
რომარიო:
„კიდევ ერთი ოცნების ახდენას ვაპირებ. მინდა, რომ ჩემი შვილის გვერდით ვითამაშო. ძალიან ცოტა სპორტსმენს აქვს შესაძლებლობა ერთ გუნდში საკუთარ შვილთან ერთად ითამაშოს. მე კი ეს 58 წლის ასაკში უნდა გავაკეთო. ისევ საუკეთესო ფორმაში ვარ. იმედი მაქვს, ჩემი შვილი ხშირად გამიკეთებს პასს, რათა ბომბარდირი მე დავრჩე.“
????????| 58-year-old Romário has been REGISTERED by América-RJ to play in the second division of the Campeonato Carioca.
— Football Talk (@FootballTalkHQ) April 17, 2024
????️ Romário: “I'm going to make another dream come true, playing next to my son.
Few athletes, and football players, have the opportunity to play together with… pic.twitter.com/ovCDGN2REO
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა კარიერა 2009 წელს სწორედ კლუბ „ამერიკაში“ დაასრულა. იქამდე კი სხვადასხვა დროს პსვ-ში, „ბარსელონაში“, „ფლამენგოში“, „ვალენსიაში“ „ალ სადში“ „მაიამიში“ და „ვასკო და გამაში“ თამაშობდა.
ცნობისთვის, მსგავსი ოცნება აქვს კრიშტიანუ რონალდუს, რომლის 15 წლის ვაჟიც „ალ ნასრის“ ასაკობრივ გუნდში თამაშობს. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს სურს, რომ კარიერის დასრულებამდე შვილთან ერთად ერთი ოფიციალური მატჩი მაინც გამართოს.