ჯანმრთელობის პრობლემები - ხვიჩამ ნაპოლის ვარჯიში გამოტოვა
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „პარტენოპეის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
კლუბის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას ვირუსული ინფექცია აქვს, რის გამოც დღევანდელ საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა ვერ მიიღო.
რა წერია განცხადებაში:
„ნაპოლიმ“ დღეს დილით Konami-ს საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. გუნდი სერია A-ს 33-ე ტურის მატჩისთვის ემზადებიან, რომელიც შაბათს, „ემპოლის“ წინააღმდეგ უნდა გაიმართოს. გუნდმა ვარჯიში მსუბუქი პროგრამით, მოთელვით დაიწყო, შემდეგ კი ორ ნაწილად გაიყო და პირველ და მეორე მოედნებზე ერთმანეთს ეტაპობრივად ეცვლებოდნენ. სესია მცირეხნიანი მატჩით დაიხურა. დღეს მატიას ოლივეირამ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი სესია გასტროენტერიტის გამო გამოტოვა.
ვირუსული გასტროენტერიტი არის ნაწლავების ინფექცია, რომელსაც ახასიათებს წყლიანი ხასიათის ფაღარათი, მუცლის კრუნჩხვები, გულისრევა, პირღებინება და ხანდახან ტემპერატურის მომატება.