ევლოევის დამცინავი პოსტი | მოვსარმა ილია თოფურიას მიმართა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიას მიმართა. ევლოევმა სოციალურ ქსელში დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა და „ელ მატადორს“ მოუწოდა, უფრო აქტიური იყოს.
„სანამ ჩემპიონი მსოფლიო ტურნეში იმყოფება და საჩემპიონო ქამრის დაცვის ნაცვლად, მას ყველა ადამიანს აჩვენებს, მე შემიძლია, ორჯერ ვიჩხუბო და ტიტულის კიდევ ორი პრეტენდენტი გავანადგურო“, - განაცხადა ევლოევმა.
While champ is on the world tour to show his belt to everybody instead of defending it. I can fight twice and bash 2 other title contenders pic.twitter.com/J0N9KegL0k
— Movsar Evloev (@MovsarUFC) April 17, 2024
ევლოევის პოსტსა და თანდართულ ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რუს მებრძოლს უთხრეს, რომ თოფურიას აქტიურობაზე ლაპარაკამდე, საკუთარ რეზიუმეს გადახედოს და გაიხსენოს, რომ 2022, 2023 და 2024 წლებში მხოლოდ 3 ბრძოლა გამართა. ევლოევს ისიც შეახსენეს, რომ UFC-ში არავინ დაუფინიშებია და ამდენ საუბარს ურჩევნია, რომელიმე ბრძოლა ნაადრევად დაასრულოს.
ცნობისთვის, ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას საჩემპიონო ბრძოლაში, ევლოევი ფავორიტად ავსტრალიელ მებრძოლს ასახელებდა და მის გამარჯვებას ვარაუდობდა, თუმცა, ამბობდა, რომ ილიას მოგება უფრო აწყობდა. მოვსარს სურს, მომდევნო ბრძოლა ტიტულისთვის გამართოს და სჯერა, რომ თოფურია მისთვის უმარტივესი მეტოქე იქნება.