გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

რეალთან ერთად ლიდერები არიან | მამარდაშვილისა და ვალენსიას სტატისტიკა

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ოსასუნას“ სტუმრად 1:0 მოუგო. ქართველმა მეკარემ კარი მშრალად მიმდინარე სეზონის მე-12 შეხვედრაში შეინახა და ესპანეთში ბოლო 306 წუთია, გოლი არ გაუშვია.

საქართველოს ნაკრებში გამართულ მატჩებსაც თუ გავითვალისწინებთ (ლუქსემბურგი, საბერძნეთი), გამოდის, რომ „მამარდას“ კარი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს 660 წუთია არ აუღიათ. ამასთან, გიორგის ლა ლიგაში საუკეთესო შედეგი აქვს და ყველაზე მეტი თერთმეტმეტრიანი მოიგერია (3). მამარდაშვილმა კიკე გარსიას, ანტე ბუდიმირისა და ალექს ბაენას დარტყმები აიღო.

„მამარდას“ გუნდს, „ვალენსიას“ რაც შეეხება, ლა ლიგის მეორე წრეში „ღამურებსა“ და მადრიდის „რეალს“ ყველაზე ნაკლები, 9 გოლი აქვთ გაშვებული. მათ შემდეგ „ბილბაო“ (10), „ალავესი“ (11), „სელტა“ (11) და „ბარსელონა“ (12) მოდიან. ბოლო 630 წუთის განმავლობაში, „ჩემ“ მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, ბოლო 450 წუთში - ერთი.

ცნობისთვის, „ოსასუნასთან“ მატჩში, მამარდაშვილი „ვალენსიას“ კაპიტანი იყო, რაც „მესტალიაზე“ გადასვლის შემდეგ, პირველად მოხდა. გიორგიმ მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მეთორმეტედ შეინახა და მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 აპრილს, „ბეტისის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აიაქსში თავდამსხმელად რომ ეთამაშა, 20 გოლს გაიტანდა“ | ჟურნალისტი მიქაუტაძეზე
„აიაქსში თავდამსხმელად რომ ეთამაშა, 20 გოლს გაიტანდა“ | ჟურნალისტი მიქაუტაძეზე