მეხანძრე მერაბი | დვალიშვილის სახალისო ვიდეო
მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელებში კიდევ ერთი სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. „მანქანამ“ ამჯერად, მეხანძრის როლი მოირგო და შევიდა სახლში, რომელიც ეგონა, რომ იწვოდა, მაგრამ შიგნით UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, შონ ომალის ორეული დახვდა, რომელიც იმდენს ეწეოდა, მერაბმა ძლივს გაარჩია, რა ხდებოდა.
„შონ, რა ხდება? რა გჭირს ძმაო? მალე ჩხუბი გვექნება და მოწევას აგრძელებ? ახალ თაობას რა მაგალითს აძლევ? შონ, მალე ვიჩხუბებთ და დიდი ბრძოლა გველოდება, რომელსაც სერიოზულად უნდა მიუდგე. შენი კარდიო მჭირდება და 5 რაუნდი უნდა ვიჩხუბოთ.
უმეტეს წილად, მსაჯების გადაწყვეტილებამდე მიმყავს საქმე და მეტოქეებს არ ვაფინიშებ, რის გამოც, შენგან 5 რაუნდი და კარდიო მჭირდება. გამოფხიზლდი ძმაო. გესმის რას გეუბნები? გესმის ჩემი ინგლისური? მცნობ ვინ ვარ? კი?! თუ ასეა, არა უშავს, მოდი, გადაგარჩინო და აქედან გაგიყვანო“, - ეუბნება „მანქანა“ ომალის ორეულს.
Part time UFC fighter ????Part time Firefighter ???? pic.twitter.com/c1yFTnPurQ
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) April 16, 2024
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილს ომალის ორეული საკუთარი ვიდეოებში წარსულშიც გამოუყენებია და ერთ-ერთ პოსტს „შუგაც“ გამოეხმაურა. მოქმედმა ჩემპიონმა „მანქანას“ ვიდეო მოუწონა და განაცხადა, რომ ბევრი იცინა.