“სირცხვილია“ - ჩავიმ პრესკონფერენციაზე მსაჯი გააკრიტიკა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბარსელონამ“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ჩავი:
„უკმაყოფილო და გაბრაზებული ვარ, რადგან მსაჯის ერთმა გადაწყვეტილებამ ყველაფერი შეცვალა. იამალი? ვყოყმანობდი შემეცვალა, თუ არა, მაგრამ ჩვენ ბურთის კონტროლი გვინდოდა. პედრი დაგვიბრუნდა და შეტევაში რაფინია, კანსელუ და ლევანდოვსკი გვყავდა. ლამინის გაყვანა ვამჯობინებთ, მაგრამ სირცხვილია. ის კარგად თამაშობდა.
ასეთ მატჩში 10 ფეხბურთელით თამაში ძალიან რთულია. სირცხვილია!! ერთმა გადაწყვეტილებამ მთელი სეზონის მუშაობა წყალში ჩაყარა. ვისურვებდი, რომ მატჩი 11-11-ზე დასრულებულიყო. გაძევება ზედმეტი იყო.“
შეგახსენებთ, რომ პარალელურ დაპირისპირებაში „დორტმუნდმა“ მადრიდის „ატლეტიკო“ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ასევე შეგახსენებთ, პსჟ და „დორტმუნდი“ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ერთად იყვნენ. საფრანგეთში გამართული მატჩი ლუის ენრიკეს გუნდმა მოიგო, ხოლო გერმანიაში ფრედ 1:1 დასრულდა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 30 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.