ბარსელონა, დორტმუნდი, პარი სენ ჟერმენი, მადრიდის ატლეტიკო
Aa
Aa

პსჟ VS დორტმუნდი - ჯგუფური ეტაპიდან ნახევარფინალამდე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი დიდებული დაპირისპირება გაიმართა. „პარი სენ ჟერმენმა“ „ბარსელონა“ 4:1 დაამარცხა, ხოლო „დორტმუნდის ბორუსიამ“ მადრიდის „ატლეტიკო“ 4:2. შესაბამისად ნახევარფინალში ფრანგული და გერმანული გუნდები გავიდნენ.

კატალონიური გრანდისთვის ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო. რაფინიამ სულ მალე გახსნა ანგარიში და ჩავის შეგირდები დაწინაურდნენ, თუმცა 29-ე წუთზე რონალდ არაუხომ წითელი ბარათი მიიღო და სიტუაცია საპირისპიროდ შეტრიალდა.

მე-40 წუთზე უსმან დემბელემ წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში მატჩის სადავეები ხელში „პარი სენ ჟერმენმა“ აიღო. 54-ე წუთზე ვიტინიამ შორეული გასროლით გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა.

61-ე და 89-ე წუთებზე კილიან მბაპემ გაისროლა და „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს გამოთიშა.

პარალელური დაპირისპირებაც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. „დორტმუნდმა“ მატჩი სუპერ შემტევი სტილით დაიწყო და მომენტს მომენტზე ჰქმნიდა. 34-ე წუთზე ბრანდტმა ანგარიში გახსნა, რასაც ზუსტად 5 წუთში მაასტენმა უპასუხა და პირველი ტაიმის შემდეგ ტაბლოზე ანგარიში 2:0 დაფიქსირდა.

რა თქმა უნდა, „ატლეტიკო“ ამ მარცხს არ ეგუებოდა და მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო. 49-ე წუთზე ჰუმელსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და სხვაობა შემცირდა. 64-ე წუთზე კორეამ წონასწორობა აღადგინა და ორი მატჩის ჯამში მადრიდული გუნდი ისევ დაწინაურდა.

71-ე წუთზე ფულკრუგმა ბრწყინვალე თავური დარტყმით „დორტმუნდი“ დააწინაურა. ტერზიჩის შეგირდები არ გაჩერდნენ და მარსელ ზაბიცერმა 74-ე წუთზე მატჩში უკანასკნელი გოლი გაიტანა.

საბოლოო ჯამში, ნახევარფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ „პარი სენ ჟერმენი“ და „დორტმუნდის ბორუსია“ ითამაშებენ. აღნიშნული დაპირისპირება 30 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

საინტერესო ფაქტი ის გახლავთ, რომ პსჟ და „დორტმუნდი“ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ერთად იყვნენ. საფრანგეთში გამართული მატჩი ლუის ენრიკეს გუნდმა მოიგო, ხოლო გერმანიაში ფრედ 1:1 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ჩვენ გვაქვს ოცნება“ - გუარდიოლა რეალთან მატჩის წინ
“ჩვენ გვაქვს ოცნება“ - გუარდიოლა რეალთან მატჩის წინ