თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, კრემონა
Aa
Aa

შენგელიას 13 ქულა - ვირტუსმა პლეი-ინის მატჩში ეფესს მოუგო

ევროლიგის ფლეი-ინის შეხვედრაში „ვირტუს ბოლონია“ „ეფესს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 67:64 დაამარცხა.

როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და ნაყოფიერი მატჩი ჩაატარა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 22 წუთი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 13 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩის მიმდინარეობისას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 12-ჯერ სცადა 2-ქულიანის სროლა და ზუსტი მხოლოდ 4 აღმოჩნდა. თორნიკემ ორი სამ ქულიანი ისროლა და 1 ჩააგდო. შენგელიამ 2 საჯარიმო ტყორცნიდან ზუსტად 1 შეასრულა.

ამ მატჩის შემდეგ, იტალიური კლუბი ფლეი-ინის შემდეგ ეტაპზე გავიდა და „ბასკონიას“ დაუპირისპირდება. დაპირისპირება ესპანეთში გაიმარჯვება, გამარჯვებული კი პლეი-ოფში 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი, როგორიც ვალენსიაა“ - მამარდაშვილი
„საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი, როგორიც ვალენსიაა“ - მამარდაშვილი