ნაპოლი, ფეიენოორდი, დავიდ ჰანკო
Aa
Aa

20 მილიონი ჰანკოსთვის - ნაპოლი დაცვის გაძლიერებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლი“ „ფეიენოორდის“ ცენტრალური მცველის დავიდ ჰენკოს ტრანსფერისთვის იბრძვის. ამის პარალელურად კი უნაი ემერის „ასტონ ვილა“ ჯოვანი დი ლორენცოს არ ეშვება.

აურელიო დე ლაურენტისი „ნაპოლის“ მიმდინარე სეზონის შედეგებით უკმაყოფილოა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს რევოლუციის მოხდენას გეგმავს. პრეზიდენტი ჯოვანი მანასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. მანა მზად არის დატოვოს „იუვენტუსი“ და „პარტენოპეის“ სპორტული დირექტორი გახდეს.

ამ თვის დასაწყისში Il Mattino-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ასტონ ვილა" ზაფხულში დი ლორენცოს გადაბირებისთვის იბრძოლებენ.

ამავე წყაროზე დაყრდნობით გავიგეთ, რომ „ნაპოლიმ“ „ფეიენოორდს“ ჰენკოს სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზა. ნიდერლანდური კლუბი კი 30 მილიონს ითხოვს.

ცნობისთვის, 26 წლის უკანახაზელი როტერდამულ გუნდს 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. ჰანკომ დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 88-ჯერ მოირგო, 10 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე გეტყვით, სლოვაკმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა „ჟილინაში“ დაიწყო. სხვადასხვა დროს მას „ფიორენტინაში“ და პრაღის „სპარტაში“ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ჩვენ გვაქვს ოცნება“ - გუარდიოლა რეალთან მატჩის წინ
“ჩვენ გვაქვს ოცნება“ - გუარდიოლა რეალთან მატჩის წინ