მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: “ბევრ ადგილზე არ ჰქონდა რეალს მოგებული, მაგრამ შემდეგ მოიგო“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„თუ გადავხედავთ მთლიან სტატისტიკას, ყველას შეუძლია შეხედოს ისე, როგორც თავად სურთ. ბევრი ადგილი იყო, სადაც მადრიდის „რეალს“ არასდროს მოუგია და შემდეგ მოიგო. წარსულში არ ვიყურებით, მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და ერთმანეთის მიმართ ნდობა გვქონდეს. დარჩენილ 90 წუთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ჯუდ ბელინგემი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა არის და მისგან სიმშვიდეს ვითხოვ. მას თავისუფლად შეუძლია, რომ „რეალის“ ლეგენდა გახდეს. ის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია. ახალგაზრდებისთვის ეს არის თამაში, რომელშიც, თუ შანსი მიეცემათ აუცილებლად უნდა გამოიყენონ. მათ საკუთარი თავის ნდობა აქვთ, მაგრამ უფრო უნდა გაუმჯობესდნენ.

ჩემი აზრით, მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრები მშვიდად არიან. ჩვენ ყოველთვის ვთამაშობდით ჩემპიონთა ლიგაზე და ვფიქრობ ისინი ყველაზე ბედნიერი გულშემატკივრები უნდა იყვნენ.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების წინა დაპირისპირება მადრიდში გაიმართა და 3:3 დასრულდა. ასევე შეგახსენებთ, რომ „რეალი“ და „სიტი“ ზედიზედ მესამედ ხვდებიან ერთმანეთს. 2021/2022 წლებში „სამეფო კლუბმა“ გაიმარჯვა, ხოლო შარშან „სიტიმ“. მომავალი დაპირისპირება 17 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიფა-ს აგენტი: “ხვიჩათი აღფრთოვანებული ვარ“
ფიფა-ს აგენტი: “ხვიჩათი აღფრთოვანებული ვარ“