მამარდას შანსი გაიზარდა - ზამორას პრიზზე მხოლოდ უნაი სიმონი უსწრებს
„ვალენსიას’’ ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს რიკარდო ზამორას პრიზის მოგების რეალური შანსი აქვს. მამარდას შანსი ლა ლიგის გასულ ტურში „ოსასუნასთან’’ მატჩის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, „ღამურებმა’’ „ოსასუნასთან’’ ანდრეს ალმეიდას გოლით მოიგეს და გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა.
23 წლის ქართველმა, რომელიც ლა ლიგაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 31-დან 12 მატჩში კარი მშრალად შეინახა და 32 გოლი გაუშვა.
ამ ეტაპზე ზამორას პრიზისთვის ბრძოლაში უნაი სიმონი ფავორიტია, 30 მატჩში 27 გოლი გაუშვა, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0,9 გოლს უშვებს. გასულ ტურამდე მეორე ადგილზე ალექს რემირო იყო, რომელიც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 1 გოლს უშვებდა, მაგრამ რემირომ „ალმერიასთან'' 2 გოლი გაუშვა და ახლა მისი საშუალო კოეფიციენტი 1,03-ს შეადგენს. რემიროსგან განსხვავებით მამარდამ გოლი არ გაუშვა და თუ „ოსასუნასთან’’ შეხვედრამდე საშუალოდ ერთ მატჩში 1,1 გოლს უშვებდა, ახლა კოეფიციენტით რემიროს გაუთანაბრდა - 1,03. ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტური რჩება.
რაც შეეხება მშრალად შენახული მატჩების რაოდენობას, ლა ლიგაში მამარდა მხოლოდ უნაი სიმონსა (15) და ალექს რემიროს (13) ჩამორჩება.