თედო აბჟანდაძე, ლუკა მატკავა
Aa
Aa

აბჟანდაძე ორიაკში გადადის. საფრანგეთს მატკავაც უახლოვდება - რას წერს RugbyPass-ი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრები, თედო აბჟანდაძე და ლუკა მატკავა კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Rugby Pass-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აბჟანდაძე ფრანგულ „ორიაკთან“ მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს და დიდი ალბათობით, ხელშეკრულებასაც უახლოეს პერიოდში გააფორმებს. ლუკა მატკავას კი „პროვანსი“ აკვირდება და მხარეებს შორის კონტაქტიც შედგა. დიდი შანსია, რომ ტრანსფერი უახლოეს მომავალში განხორციელდეს.

თედო აბჟანდაძე დღეისთვის ფრანგული მონტაბანის ღირსებას იცავს, თუმცა, დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და ამის გამო, გუნდის შეცვლით არის დაინტერესებული. ლუკა მატკავა კი პირველ ქართულ ფრენჩაიზ - „შავ ლომში“ ირიცხება.

ორიაკიც და პროვანსიც საფრანგეთის Pro D2-ში ასპარეზობენ. ორიაკი სატურნირო ცხრილში 52 ქულით მე-11 ადგილს იკავებს, პროვანსი კი 76 ქულით მე-2 პოზიციაზეა და ტოპ 14-ში დაწინაურებისთვის იბრძვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები