„ბევრმა მითხრა, რომ ილია შეშინებული ჩანდა“ | კორმიე თოფურია vs ჰოლოუეიზე
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დანიელ კორმიემ მაქს ჰოლოუეისა და ილია თოფურიაზე ისაუბრა. „დისიმ“ უარყო მოსაზრება, თითქოს „დალოცვილის“ გამარჯვებისა და გამოწვევის შემდეგ, „ელ მატადორი“ შეშინებული იყო და დასძინა, რომ ჰოლოუეის ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.
The reactions from fighter row ???? #UFC300 pic.twitter.com/CBd7xn353B
— UFC (@ufc) April 14, 2024
„როცა კადრი ილია თოფურიაზე გადავიდა, ბევრ ადამიანს ეგონა, რომ ელ მატადორი შეშინებული იყო. ვერასდროს დავიჯერებ, რომ UFC-ის ჩემპიონი შეიძლება შეშინებული იყოს. არ მჯერა, რომ თოფურია შეშინებულია, მაგრამ ჰოლოუეის ბრძოლის ხილვის შემდეგ, ვფიქრობ, უკეთ გაანალიზა, რა დონის გამოწვევა მიუახლოვდა.
გეიჯისთან ჩხუბში ჰოლოუეიმ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია აჩვენა. მაქსი 32 წლისაა, მაგრამ უკვე 12 წელია UFC-ში ჩხუბობს და როცა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას აჩვენებს, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია“.
ცნობისთვის, ილია ამბობს, რომ მისი მომდევნო მეტოქე სწორედ „დალოცვილი“ უნდა იყოს და აცხადებს, რომ პირველი იქნება, ვინც ჰოლოუეის დაანოკაუტებს. მაქსს აქამდე UFC-ში ნოკაუტით ან ტექნიკური ნოკაუტით არასდროს წაუგია და ბოლო ბრძოლაში ჯასტინ გეიჯის მოუგო.