გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი, როგორიც ვალენსიაა“ - მამარდაშვილი

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ოსასუნას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს. ქართველმა მეკარემ „ღამურებს“ უკაპიტნა, თამაში 2 სეივით დაასრულა და შეხვედრის მიწურულს ანტე ბუდიმირს პენალტი აუღო.

თამაშის დასრულების შემდეგ მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

რა დაწერა „მამარდამ“:

მნიშვნელოვანი თამაში ჩემთვის! საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი როგორიც ვალენსიაა! სამი ქულა და მშრალი კარი! მადლობა გულშემატკივრობისთვის!

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ აბსოლუტურად ყველა მატჩში შეუცვლელად ითამაშა, კარი მშრალად 12 მატჩში შეინახა და 32 ბურთი გაუშვა.

31 ტურის შემდეგ „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 47 ქულით მე-7 პოზიციაზე აღზევდა და მე-6 ადგილოსან „რეალ სოსიედადთან“ ჩამორჩენა 3-ქულამდე შეამცირა.  მომდევნო ტურში რუბენ ბარახას გუნდი საკუთარ მოედანზე „ბეტისს“ დაუპირისპირდება. მატჩი 20 აპრილს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი დამსახურებით მოვიგეთ“ - ფულკიემ მამარდაზე ისაუბრა
„მისი დამსახურებით მოვიგეთ“ - ფულკიემ მამარდაზე ისაუბრა