სტეფ კარი, ჯეისონ ტეიტუმი, ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, ენტონი დევისი
Aa
Aa

მონსტრი ოლიმპიადისთვის მზადაა | აშშ-ის ნაკრების შემადგენლობა

აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე სუპერვარსკვლავური შემადგენლობით გამოვა. ცნობილი ინსაიდერის, ადრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით, მოთამაშეთა არჩევის პროცესი დასკვნით ეტაპზეა და ცნობილია კალათბურთელების ვინაობა, რომლებიც აშშ-ის ეროვნული გუნდის ღირსებას დაიცავენ.

პარიზის ოლიმპიადაზე ვიხილავთ სტეფ კარის, ლებრონ ჯეიმსს, კევინ დურანტს, ჯეისონ ტეიტუმს, ჯოელ ემბიდს, დევინ ბუკერს, ტაირიზ ჰალიბერტონს, ენტონი ედვარდსს, ჯრუ ჰოლიდეის, ბემ ადებაიოსა და ენტონი დევისს. აშშ-ს კიდევ ერთი კალათბურთელის წაყვანის უფლება აქვს და დიდი ალბათობით, ეს კავაი ლეონარდი იქნება.

როგორც იწერება, სასტარტო შემადგენლობაში ლებრონი, კარი, დურანტი, ტეიტუმი და ემბიდი გავლენ, დანარჩენები კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება. აშშ-ს ნაკრებს ოლიმპიადაზე 19-ჯერ აქვს ნათამაშები და მედალი ყველა ჯერზე აიღო. ამერიკელებმა ოქრო მხოლოდ სამჯერ, 1972, 1988 და 2004 წლებში ვერ მოიპოვეს.

ცნობისთვის, აშშ-ს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საშინელი შედეგი აჩვენა და მედალიც ვერ აიღო. ამერიკელები ნახევარფინალში გერმანიასთან 2 ქულით დამარცხდნენ, 111:113, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი კანადასთან წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა შენ წინ ასეთი მეკარე დგას, კარი პატარავდება“ | ოსასუნას თავკაცი პენალტზე
„როცა შენ წინ ასეთი მეკარე დგას, კარი პატარავდება“ | ოსასუნას თავკაცი პენალტზე