ხვიჩა კვარაცხელია, ერალდო პეჩი
Aa
Aa

„მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს სურს“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი კვარაზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ერალდო პეჩიმ Televomero-ს ეთერში „ნაპოლის“ რთულ სეზონზე ისაუბრა და ფეხბურთელები მისი შეფასებით არასათანადო დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა.

რას ამბობს პეჩი:

გარკვეულ მწვერვალამდე ასვლა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, თუმცა, შემდეგ ამ მწვერვალის შენარჩუნება უფრო რთული ხდება. ქულების რაოდენობის თვალსაზრისით გასულ და ახლანდელ სეზონების სხვაობა ჩემთვის გასაგებია. გუნდს ამ სეზონში ბევრი შეცდომა აქვს, მაგრამ მოთამაშეების დამოკიდებულება საკმარისი არ არის. როდესაც რაღაც გეგმის მიხედვით ვერ მიდის, ისინი მარტივად ნებდებიან. პირველ რიგში, ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.

კალცონას მოსვლის შემდეგ, გუნდმა თამაში თითქოს გააუმჯობესა და ბევრი გოლის გაშვების მიუხედავად, გამარჯვებას მაინც ახერხებდა, თუმცა, „ფროზინონესთან“ მატჩი კატასტროფა იყო. ფეხბურთელები გადაჭარბებული ენთუზიაზმის გამო ბევრ შეცდომას უშვებენ, მაგალითად კვარა, რომელსაც ყველა პრობლემის გადაჭრა მარტოს სურს. შარშანდელი სეზონის შემდეგ, წელს ყველას გოლის გატანა უნდა და სწორედ ეს არის გადამწყვეტი, რის გამოც შეცდომებს უშვებენ.

ერალდო პეჩი „ნაპოლის“ ღირსებას 1985-1986 წლებში იცავდა. ამ პერიოდში ვეტერანმა ნახევარმცველმა 24 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. პეჩის იტალიის ნაკრების შემადგენლობაშიც უთამაშია. 1975-1978 წლებში მან 6 შეხვედრაში მოირგო სკუადრა „აძურას მაისური“.

32 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება და მე-6 ადგილოსან „ატალანტას“, რომელსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული, 2 ქულით ჩამორჩება.

ფრანჩესკო კალცონას გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 აპრილს, სტუმრად „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაღალი IQ - რატომ არის ნიკოლაიშვილი ბუნდესლიგისთვის იდეალური ტალანტი
მაღალი IQ - რატომ არის ნიკოლაიშვილი ბუნდესლიგისთვის იდეალური ტალანტი