გიორგი მამარდაშვილი, ოსასუნა
Aa
Aa

ვალენსიამ ოსასუნას მოუგო - მამარდამ გუნდს უკაპიტნა, პენალტი აიღო და გოლიც არ გაუშვა

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ოსასუნას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

გიორგი მამარდაშვილი ტრადიციულად ვალენსიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და სასიხარულოა, რომ „ღამურებში“ ყოფნის პერიოდში პირველად, თავის გუნდს მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაუძღვა.

მამარდას კაპიტნობით, „ვალენსიამ“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ამასთან, ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში მეთორმეტედ შეძლო კარის მშრალად შენახვა. მამარდაშვილის კარის მიმართულებით პამპლონელებმა ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და ქართველ მეკარეს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია. 85-ე წუთზე „მამარდამ“ დროის გაყვანის გამო ყვითელი ბარათიც მიიღო.

შეხვედრის მიწურულს, მამარდაშვილს კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომლის შესრულებაც ბუდიმირს ანდეს, თუმცა, ხორვატმა შემტევმა დარტყმა უცნაურად შეასრულა და ქართველ მეკარეს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია.

მამარდაშვილის მომენტები ოსასუნასთან:

მასპინძელთა კარში ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე ანდრე ალმეიდამ გაიტანა.

გოლის შემდეგ სათამაშო უპირატესობა თავიდან-ბოლომდე „ოსასუნამ“ აიღო, თუმცა, მომენტების რეალიზება ვერ შეძლეს.

31 ტურის შემდეგ „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 47 ქულით მე-7 პოზიციაზე აღზევდა და მე-6 ადგილოსან „რეალ სოსიედადთან“ ჩამორჩენა 3-ქულამდე შეამცირა.

მომდევნო ტურში რუბენ ბარახას გუნდი საკუთარ მოედანზე „ბეტისს“ დაუპირისპირდება. მატჩი 20 აპრილს, თბილსის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში „ვალენსიას“ აბსოლუტურად ყველა მატჩში შეუცვლელად ითამაშა, კარი მშრალად 12 მატჩში შეინახა და 32 ბურთი გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაღალი IQ - რატომ არის ნიკოლაიშვილი ბუნდესლიგისთვის იდეალური ტალანტი
მაღალი IQ - რატომ არის ნიკოლაიშვილი ბუნდესლიგისთვის იდეალური ტალანტი