ევან ნდიკა
Aa
Aa

საგანგაშო არაფერია - ნდიკა საავადმყოფოდან გაწერეს

„რომას“ ფეხბურთელი ევან ნდიკა საავადმყოფოდან გაწერეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. დეტალურმა კარდიოლოგიურმა გამოკვლევებმა გულის პათოლოგიური დაავადება არ გამოავლინა. მას უბრალოდ გულმკერდის მცირე ზომის დაზიანება გამოიწვია, რაც პნევმოთორაქსით (ფილტვის კოლაფსი) იყო გამოწვეული.

კოტ დ’ივუარელი ფეხბურთელი შეუძლოდ იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში „უდინეზე“ – „რომას“ მატჩის 70-ე წუთზე გახდა, რის გამოც ის მაშინვე სანტა-მარიას კლინიკაში გადაიყვანეს, თამაში კი მხარეების შეხვედრის დირექტორთან და მთავარ არბიტრთან შეთანხმების შედეგად შეწყდა. როდის გაგრძელდება მატჩი, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ნდიკა კი უკვე რომში გაემგზავრა, სადაც დამატებით გამოკვლევებს ჩაიტარებს და სავარაუდოდ ფეხბურთის თამაშს ისევ შეძლებს.

24 წლის აფრიკელი ცენტრალური მცველი „რომამ“ გასულ ზაფხულს გასულ ზაფხულს ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ დაიმატა, სადაც 2018-2023 წლებში თამაშობდა და 134 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. ნდიკას კარიერაში პირველი კლუბი კი ბურგუნდიული „ოსერი“ იყო, რომლის ღირსებასაც ერთი წელი, 2017-2018 წლების სეზონში იცავდა. ნდიკა „აინტრახტის“ შემადგენლობაში 2022 წელს ევროპა ლიგის გამარჯვებული, კოტ დ’ივუარის ნაკრების რიგებში კი აფრიკის თასის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უდინეზე - რომა შეწყდა - ნდიკა სიკვდილს გადაურჩა
უდინეზე - რომა შეწყდა - ნდიკა სიკვდილს გადაურჩა