ლუის ენრიკე, აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

„დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ“ - ენრიკე და ჰაკიმი ბარსასთან მატჩზე

16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე პსჟ-ს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

რა თქვა ენრიკემ:

ვეცემით და უკან ვბრუნდებით. სწორედ ეს არის უმაღლესი დონის სპორტის ხიბლი. სპორტსმენებმა ეს უნდა იცოდნენ. რთულია, მაგრამ უნდა შეეგუო. ორდღიან მონაკვეთში ფეხბურთელებმა კარგად ივარჯიშეს და ჩვენი სტრატეგია კარგად მოვამზადეთ. ჩვენ კვლავ მზად ვართ. გვინდა, რომ ჩვენი თამაში ვითამაშოთ, აქტიური პრესინგით. „ბარსას“ შეუძლია გრძელი პასებით, ლევანდოვსკიზე თამაში და ეცდებიან, რომ წნეხში ასე მოგვაქციონ. ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. უნდა გამოვიდეთ და შანსები შევქმნათ. ვფიქრობ, თანაბარი თამაში იქნება და გოლები ორივე მხარეს გავა.

გუნდში გამარჯვება ყველა მოთამაშეს უნდა. პირველ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ, პსჟ-მ მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირება ვერასდროს შეძლო, მაგრამ ხვალ იქნება ის დღე, როდესაც ამას გავაკეთებთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ. დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ.

ლუის ენრიკეს გარდა, ჟურნალისტებთან პსჟ-ის მარჯვენა მცველმა, აშრაფ ჰაკიმიმაც ისაუბრა:

ჰაკიმი:

მას შემდეგ, რაც ლუის ენრიკე მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სათამაშო სტილი თითქმის იგივე დარჩა - დომინირება და ბევრი შანსის შექმნა. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ, რომ სახლში გამარჯვებულები დავბრუნდეთ. მას საკმაოდ მკაფიო იდეები აქვს და ამას ყოველ თამაშში ვხედავთ.

დიდი სურვილი გვაქვს, რომ შევცვალოთ ის, რაც პირველ თამაშში მოხდა. მოვდივართ იმისთვის, რომ მოვიგოთ. ფეხბურთელებმა ვისაუბრეთ და ერთმანეთს დიდი მოტივაცია მივეცით. გვინდა, ეს ერთიანობა შევინარჩუნოთ. გამარჯვებისთვის ორთაბრძოლები უნდა მოვიგოთ, ბურთთან თავი კომფორტულად ვიგრძნოთ და მთელი მატჩის განმავლობაში გავაკონტროლოთ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და პსჟ-ის პირველი დაპირისპირება პარიზში ჩავის გუნდის გამარჯვებით - 2:3 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უდინეზე - რომა შეწყდა - ნდიკა სიკვდილს გადაურჩა
უდინეზე - რომა შეწყდა - ნდიკა სიკვდილს გადაურჩა