ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენი წავა და კვარა დარჩება?! - რას წერს Gazzetta დღევანდელ ნომერში

გავლენიანი იტალიური გაზეთი, la Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ გამოცემაში ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე წერს და ამტკიცებს, რომ ნიგერიელი ფორვარდი ზაფხულში „ნაპოლის“ დატოვებს, ხვიჩა კი დიდი ალბათობით ხელშეკრულებას გააუმჯობესებს.

რა წერია სტატიაში:

ზაფხული ოსიმენთან განშორების პერიოდი იქნება. დე ლაურენტისმა ნიგერიელს გამოსასყიდ თანხად 130 მილიონი ჩაუწერა, რაც „ჩელსისთვის“ და პსჟ-სთვის მისაღები თანხაა. ორივე გუნდი მზად იქნება გამოსასყიდი თანხა სრულად დაფაროს. თავის მხრივ, „ნაპოლი“ უკვე ეძებს ოსიმენის შემცვლელს და ამის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები „ლილის“ შემტევი, დევიდი და „ფეიენოორდის“ თავდამსხმელი, ხიმენესი არიან.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, სეზონის ბოლოს კონტრაქტის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდება და ქართველი კლუბთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. ეს გუნდისთვის ბევრს ნიშნავს და ხელმძღვანელები ეცდებიან ბირთვი კვარაცხელიას გარშემო ააშენონ.

ცნობისთვის, ევროპულ მედიაში იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით „ბარსელონა“ და პსჟ არიან დაინტერესებულები. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ მზადაა „ნაპოლიდან“ კვარაც და ოსიმენიც შეიძინოს და საერთო ჯამში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას საგოლე პასი - ნაპოლიმ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა
კვარას საგოლე პასი - ნაპოლიმ აუტსაიდერთან ქულები დაკარგა