მადრიდის რეალი, არდა გიულერი
Aa
Aa

ახალი ისტორია ძველი დასასრულით? რა ბედი ელის არდა გიულერს

ყველას, ვისაც კი არდა გიულერის ვარჯიში უნახავს, ორ რამეზე თანხმდება: თურქ ფეხბურთელს უდიდესი ხარისხი და პიროვნულობა აქვს, თუმცა გადის დრო და მან მხოლოდ 98 წუთი გაატარა მინდორზე.

19 წლის ტალანტი ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს და თავის უკმაყოფილებას არ გამოხატავს, თუმცა წარმოუდგენელია, რომ ის ახლა ბედნიერი იყოს. მადრიდის „რეალში“ დარწმუნებულები არიან, რომ გიულერი გაიბრწყინებს, თუმცა როდის და სად ეს არავინ იცის. ყოველ შემთხვევაში გამოცემა MARCA ასე ვარაუდობს.

ელიტარულ ფეხბურთში მისი სადებიუტო სეზონი ტრავმების გამო წარუმატებლად იქცა, თუმცა არდამ ყველანაირი დაზიანება მოიშუშა და შანსი მაინც არ ეძლევა. MARCA სვამს კითხვას - რომ არა ტრავმები?! ითამაშებდა თუ არა გიულერი?

პასუხი ბუნდოვანია, რადგან მის პოზიციაზე ჯუდ ბელინგემი ბრწყინავს. მადრიდის „რეალში“ თავის დასამკვიდრებლად მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის. ბევრი რამ უნდა ისწავლო..

თანაგუნდელები ყოველთვის ცდილობენ მის დახმარებას: „არდა გიულერი ერთ-ერთი იმ კატეგორიის ფეხბურთელია, რომელიც გამუდმებით მზად არის რაიმე ისწავლოს.“ - თქვა ტონი კროოსმა

ზოგიერთი ახალგაზრდა ფეხბურთელისგან განსხვავებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ უკვე ყველაფერი იციან, თურქი თავმდაბლურ დამოკიდებულებას ავლენს და სწავლისკენ მიისწრაფვის.

სეზონის იმ ეტაპზე, რომელშიც ახლა მადრიდის „რეალი“ იმყოფება სავარაუდო იყო, რომ კარლო ანჩელოტი თურქ ფეხბურთელს „მალიორკასთან“ ძირითად შემადგენლობაში დააყენებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მიზეზი არავინ იცის.. ეს ყველაფერი თანაც იმ დროს ხდება, როცა „რეალი“ „ბარსელონას“ 8 ქულით უსწრებს..

რა იქნება მომავალში? გაუყვება, თუ არადა არდა გიულერი მარტინ ოდეგორის, ტაკეფუსა კუბოს, სერხიო კანალესის და კიდევ სხვა ტალანტების გზას?(იგულისხმება იჯარის წესით განათხოვრება). ეს მხოლოდ კარლო ანჩელოტიმ იცის..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეტი შეგვიძლია - ჩაბი ალონსო ჩემპიონობის შემდეგ
მეტი შეგვიძლია - ჩაბი ალონსო ჩემპიონობის შემდეგ