22-ე MVP | შერმადინი ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო კალათბურთელია
გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. „შერმინატორმა“ „ბილბაოს“ წინააღმდეგ ფენომენალურად იასპარეზა და მატჩი 25 ქულით, 5 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით დაასრულა.
შერმადინი ლიგა ენდესას ტურის MVP კარიერაში 22-ედ გახდა. ამ მხრივ, გიორგის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აქვს და არვიდას საბონისს (19), ლუ როს (19), ბერნარდ ჰოპკინსს (17), ფელიპე რეიესს (17), დარილ მიდლტონს (14), მარკ გასოლსა (13) და სხვა ცნობილ კალათბურთელებს უსწრებს.
შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 43 გახლდათ, რაც მისთვის პირადი რეკორდია. ბოლო 6 წლის განმავლობაში ასეთი შედეგი ლიგა ენდესაში არავის ჰქონია და „შერმინატორს“ რეკორდის გამეორებამდე, რომელიც 45 გახლავთ, ძალიან ცოტა დააკლდა.
ცნობისთვის, „ლენოვო ტენერიფემ“ 101:84 იმარჯვა და 19 მოგებითა და 10 წაგებით სატურნირო ცხრილში მე-5 გახლავთ. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს და საკუთარ კედლებში „ტოფასს“ დაუპირისპირდება.