სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი, დეტროიტ პისტონსი
Aa
Aa

18 ქულა და 8 მოხსნა - „მამუს“ კარგი მატჩი და სპურსის გამარჯვება დეტროიტთან

NBA-ის რეგულარული სეზონის ბოლო სათამაშო დღეს სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ საკუთარ მოედანზე „დეტროიტ პისტონსს“ უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 123:95 დაამარცხა.

„სპურსის“ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი სანდრო მამუკელაშვილმა ითამაშა, რომელმაც გრეგ პოპოვიჩისგან ნდობა კიდევ ერთხელ მიიღო და იმედები ამჯერადაც არ გაუცრუა. ქართველი კალათბურთელი „სპურსის“ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში „მამუმ“ თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სანდრომ 18 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მის ანგარიშზე 2-დან 1 საჯარიმო, 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი იყო. ამასთან, ბურთი სამჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ ჯარიმა არ დაჯარიმებულა.

შესაბამისად, ამ გამარჯვების მიუხედავად, „სან ანტონიო სპურსისთვის“ 2023/24 წლების სეზონი დასრულდა. მამუკელაშვილის გუნდმა 82 თამაშიდან მხოლოდ 22 მოიგო, 60 შეხვედრაში კი დამარცხდა და დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-14 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მოაწეროს კონტრაქტს ხელი და მეჩხუბოს“ - ჰოლოუეიმ თოფურია გამოიწვია
“მოაწეროს კონტრაქტს ხელი და მეჩხუბოს“ - ჰოლოუეიმ თოფურია გამოიწვია